იმერეთში,ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს შორის განთიადი(სამება) ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია თავისი ისტორიით,აწმყოთი და სახელითაც კი.ისტორიიდან შემოგვრჩა სამების უძველესი ეკლესია და თურმე სოფელსაც იგივე სახელი ერქვა.ეს ადგილი რომ მადლიანი და ღვთისგან დალოცვილია ამაზე მეტყველებს სამების ეკლესიაში არსებული ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი. სოფლის სიმდიდრეა ასევე მთაში არსებული ბუნებრივი საოცრება-კლდისძირის მღვიმე.
![]() |
| ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი |
მდებარეობა:
სოფელი მდებარეობს მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს ზესტაფონიდან 18 კილომეტრის მანძილზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში დაახლოებით 427 ადამიანი ცხოვრობს.

სოფლის სახელი:
სოფელს თავდაპირველად სამება ერქვა,რადგან აქ სამების ეკლესია იდგა,მაგრამ კომუნისტებმა მას სახელი შეუცვალეს ეკლესიური წარმომავლობის გამო.განთიადი კი ხან თამარ მეფის სახელს დაუკავშირეს,თითქოს აქ დათენდა თავზე,ხან კი -სტალინისას.სოფლის შესასვლელში არსებულ ტრაფარეტზე აწერია: სამება (განთიადი).
ოფიციალურ დოკუმენტებში რატომღაც დიდი განთიადი წერია. ჩვენი დიდი სურვილია სოფელს დაუბრუნდეს ნამდვილი სახელი და მოვიხსენიოთ როგორც სამება.

სოფლის ისტორია:
სამების ტერიტორია თავდაპირველად უკაცრიელი ყოფილა,სადაც არავინ არ სახლობდა,XVIII საუკუნის დასაწყისში სოლომონ მეფემ აზნაურობა მისცა მიქაბერიძეს,კორდაძეს,მიქელაძეს და ამ ტერიტორიაზე დაასახლა.მოგვიანებით სხვებიც მოვიდნენ.დღეს უმეტესად ცხოვრობენ სამხარაძეები,ტალახაძეები,გველესიანები,
ბანცაძეები,ტყემალაძეები,მაგლაკელიდზეები,კალანდაძეები და აშ...
სოფლის პრობლემები:
სოფელი ძირულის თემშია გაერთიანებული და ამიტომ არ აქვს საკუთარი გამგეობა,სამედიცინო პუნქტი,სკოლა.ამიტომ ბავშვები სოფელ შროშის საჯარო სკოლაში მისასვლელად რამდენიმე კილომეტრს გადიან.საბედნიეროდ,გასული წლიდან მათ სკოლის ავტობუსი ემსახურებათ. იმის გამო რომ სოფელი მთაგორიანია ,მისი მოსახლეობა მრავალი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტის წინაშე დგას:ცუდი გზების გამო ჭირს სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, მათ დიდ ნაწილს არ მიეწოდება წყალი,აქ არაა გაზი და საკაბელო ინტერნეტი,ელექტროენერგია კი ქარის და უხვი ნალექის დროს ხშირად ითიშება სადენების დაზიანების გამო.მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია,რის გამოც სოფელში ბევრია სოციალურად დაუცველი ოჯახები.ამ ყველაფრის გამო მაღალია ურბანიზაციის მაჩვენებელი,მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილი ქალაქში გადადის საცხოვრებლად,რაც სოფლის გაუკიაცრიელების საფრთხეს წარმოადგენს

სოფლის განვითარების პერსპექტივა:
პრობლემების მიუხედავად,სოფელში ნამდვილად არის ბევრი სამომავლო პერსპექტივა:შეიძლება განვითარდეს სოფლის მეურნეობის მრავალი დარგი და ასევე ტურიზმი.ვინც მთაში დასვენებას ანიჭებს უპირატესობას,მათთვის ჩვენი სოფლის ბუნება საუკეთესო დასასვენებელი ადგილი იქნება.დასვენებასთან ერთად ტურისტებს დააინტერესებთ სამების უძველესი ეკლესია ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატით და ასევე კლდისძირის მღვიმე.

ჩემთვის ყველაზე ლამაზი სოფელი მთელს მსოფლიოში
ReplyDelete