სამების ეკლესია

სამების ეკლესია
    სამების ეკლესია, გადმოცემის თანახმად,თამარ მეფის მიერაა აშენებული.  როცა იგი სვანეთისკენ მიდიოდა, გზად შემოღამებია და სწორედ ამ ადგილზე გამოუძინებია. მეორე დღეს კი უთქვამს, რომ აქ აეგოთ წმინდა სამების ეკლესია. ეკლესიის აშენების ზუსტი წლები ცნობილი არ არის, XIV-XV საუკუნეებში დაინგრა და XVII საუკუნეში ხელახლა აშენდა. 
     1949 წლისთვის ნახევრად დანგრეული იყო, დახურული იყო ხის მასალითა და კრამიტით. 
    1952 წელს სამი კედელი ჩამონგრეულა, რესტავრაციამდე დარჩა მეოთხე კედლის ერთი მესამედი. მის აღდგენაზე ადამიანებს სიტყვის თქმაც არ შეეძლოთ, იმდენად საშიში მდგომარეობა იყო კომუნისტების დროს.
    1989 წლამდე  ღმერთის მომრწმუნე ადამიანები სანთლებს ჩამონგრეულ ქვებზე ანთებდნენ, ქვიშაზე დაჩოქილი ხალხი ღმერთს წყალობას სთხოვდა.
    1989 წელს ეკლესია ხელახლა აშენდა, აღდგენილია ქუთაისის ეპარქიის დახმარებით.
     2012 წლიდან, ღვთის წყალობით, სამების ეკლესია მოქმედი გახდა. მისი წინამძღვარია ბერი მამა პეტრე (კურტანიძე). მას შემდეგ რაც ეკლესია მოქმედი გახდა, საკურთეველში დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს მირონი სდის და თანდათან იმატებს, უკვე წელიწადზე მეტია.

      სამებობა: 
სოფელის მთავარი დღეობაა სამებობის დღესასწაული, რომელიც აღდგომიდან მეშვიდე კვირას აღინიშნება. სოფლის მაცხოვრებლები ამ დღეს დილით მიდიან ეკლესიაში ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.

No comments:

Post a Comment