| მღვიმე |
სოფელ სამებაში არის მღვიმე, რომელიც როგორც ამბობენ ხარაგაულში უერთდება
"დევის ხვრელს". ამ მანძილზე დაახლოებით 7-8 საათის გზაა, მაგრამ 200 მეტრის შემდეგ ჩამოშლილი ქვა გზას კეტავს და ხელს უშლის შორს წასვლას. ერთი ადამიანის გადმოცემით, რომელსაც ახალგაზრდობაში გაუვლია ეს გზა, უნახავს ადამიანის თუ ცხოველის უამრავი გამოსახულება, ქვის ტახტი და საბრძოლო იარაღები, დარბაზები, ტბები და სხვა...
ჩვენც გვაინტერესებდა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ სოფელში ასეთი მნიშვნელობის მღვიმე ნამდვილად მდებარეობს. ნანახით გაოცებულები დავრჩით, ემოციებს ვერ ვმალავდით როცა სტალაქტიდები და სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნაღვენთები ვნახეთ. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დამტვრეული იყო ადამიანების და მიწისძვრის მიერ.
აქ ვნახეთ ასევე შეერთებული ნაღვენთები-სტალაგნატები.
სასურველია ეს მღვიმე სპეციალისტების მიერ იქნას შესწავლილი და შეიძლება ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ადგილიც კი გახდეს!
ჯგუფის წევრები:
ReplyDeleteხატია სამხარაძე,ზურა ბურჯანაძე,თინათინ სამხარაძე,მეგი ბანცაძე,ნია კობახიძე
<3
ReplyDelete